Accessibility links

ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, დააკავებენ


ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, დააკავებენ და სამაგალითოდ დასჯიან

ირანის გენერალური პროკურორის განცხადებით, დააკავებენ და სამაგალითოდ დასჯიან
იმ პირებს, რომლებსაც გუშინდელ აფეთქებებში მიუძღვით ბრალი. აფეთქებათა სერიამ 12 ივნისს სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო კიდევ 75 - დაიჭრა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო ირანელ არაბთა დაჯგუფებამ - აჰვაზის სახალხო დემოკრატიულმა ფრონტმა. აფეთქების მომწყობებს გენერალურმა პროკურორმა საიდ მორთაზავიმ "ღმერთის მტრები" უწოდა. რამდენიმე დღეში ირანში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. უდავო ფავორიტად წოდებულმა აკბარ ჰაშემი რაფსანჯანიმ დღეს თავისი ოპონენტები ბინძურ ცილისმწამებაში დაადანაშაულა. საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულ მილიონობით საინფორმაციო ფურცელზე, რომლებშიც რაფსანჯანი მექრთამედ და ამორალურ ადამიანად არის დახასიათებული. ეს ბოლო ბრალდება მის ოჯახსაც ეხება.
XS
SM
MD
LG