Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო დღეს აღარ შედის მსოფლიოს


საქართველო დღეს აღარ შედის მსოფლიოს იმ უღარიბესი ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც საგარეო ვალების ჩამოწერა ესაჭიროება

საქართველო დღეს აღარ შედის მსოფლიოს იმ უღარიბესი ქვეყნების რიცხვში, რომლებსაც საგარეო ვალების ჩამოწერა ესაჭიროება
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 13 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამას ქვეყანა საჭიროებდა 2001 წელს, როდესაც ჰიპეკის ჯგუფის წევრი ქვეყნები საგარეო ვალებისგან გათავისუფლდნენ და როდესაც ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგარეო ვალების გასტუმრების საშუალებას არ იძლეოდა”.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ამ ეტაპზე მსოფლიო ბანკთან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს საინვესტიციო კრედიტების მიღებაზეც აწარმოებს და ეს ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარების გაუმჯობესებაზე მიუთითებს.
საქართველოს საგარეო ვალი ამ ეტაპზე 1,8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
XS
SM
MD
LG