Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს


საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს მთავრობას დაწყებული რეფორმების ფინანსურ მხარდაჭერასა და შესაბამის რეკომენდაციებს ჰპირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს მთავრობას დაწყებული რეფორმების ფინანსურ მხარდაჭერასა და შესაბამის რეკომენდაციებს ჰპირდება
ამის შესახებ სსფ-ს მმართველმა დირექტორმა როდრიგო დე რატომ ორშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,უახლოეს ხანებში მთავრობა არაერთი გამოცდის წინაშე დადგება, მოუწევს რა პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლებისა და უცხოური გრანტების გამოყენება, მაკრო-სტაბილურობისა და გრძელვადიანი ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფა და დაცვა” - განაცხადა დე რატომ. მისივე თქმით, ქვეყნის ფულად-საკრედიტო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა გაზრდილი შემოსავლების კონსოლიდირება და ფინანსური სექტორის ზედამხედველობის გაძლიერება უნდა მოახერხონ, ხელი შეუწყონ ამ სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნას და ფინანსური ბაზრების გაფართოებას.
დე რატოს თქმით, მთავრობამ უნდა გააუმჯობესოს ენერგოსექტორის ფიზიკური და ფინანსური მდგომარეობა, გაატაროს გამჭვირვალე საპრივატიზაციო პოლიტიკა, გაამარტივოს ლიცენზირების სისტემა, გააუქმოს ბიუროკრატია, გააღრმავოს სახელმწიფო სამსახურების რეფორმა, დანერგოს ღარიბთა მიზნობრივი დახმარების პროგრამები და გაზარდოს განათლების სექტორის დაფინანსება.
XS
SM
MD
LG