Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ქირქუკში ბომბის აფეთქების


ერაყის ქალაქ ქირქუკში ბომბის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 70-დაიჭრა.

ერაყის ქალაქ ქირქუკში ბომბის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 70-დაიჭრა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მაშინ მოიყვანეს, როდესაც ბანკის ახლოს ადამიანების რიგი გაჩნდა.
სუნიტმა არაბებმა იკისრეს პასუხისმგებლობა მომხდარზე. თავდასხმა განხორციელდმა მას მერე, რაც შეიარაღებული რაზმის ყოფილი მეთაური მასუდ ბარზანი ქირქუქში ქურთთა ავტონომიური რეგიონის პირველი პრეზიდენტი გახდა.
დღესვე, სამხედროების საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული ავტომანაქნის აფეთქების შედეგად 5 ერაყელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა ქალაქ ბააქუბაში.
დღესვე ერაყის პარლამენტში პრემიერ- მინისტრმა იბრაჰიმ ჯაფაარიმ ნდობის ვოტუმი მიიღო. პარლამენტში შიიტები დომინირებენ, მათ 275 ადგილიდან 140 ეკუთვნით. ქურთებს აქვთ რაოდენობით მეორე, 75 ადგილი. სუნიტ არაბებს - 17. სუნიტებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ან შინ დარჩნენ, რადგან საარჩევნო უბნებზე თავდასხმისა შეეშინდათ.
XS
SM
MD
LG