Accessibility links

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი


ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალმა" დასავლეთის ქვეყნებსა და ინდოეთს მოუწოდა,

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალმა" დასავლეთის ქვეყნებსა და ინდოეთს მოუწოდა,
შეუწყვიტონ სამხედრო დახმარება ნეპალს, ვიდრე ნეპალი ბოლოს არ მოუღებს მაოისტი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, "ამნესტის" შეფასებით, ადამიანის უფლებების მასშტაბურ ხელყოფას. ნეპალის სამხედროები უარყოფენ ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებას. დღეს სამხედრო წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, მიიღებენ ზომებს დანაშაულში შემჩნეული ყოველი ჯარისკაცის წინააღმდეგ. ნეპალის წამყვანმა დონორმა სახელმწიფოებმა, მათ შორის აშშ-მა, ბრიტანეთმა, ინდოეთმა, შეწყვიტეს ნეპალის სამხედრო დახმარება მეფე გიანენდრას მიერ აბსოლუტური ძალაუფლების მოხვეჭის შემდეგ. ეს წელს თებერვალში მოხდა, მაგრამ მას შემდეგ სამხედრო დახმარება თანდათან განახლდა. ნეპალში 9 წელია, გრძელდება არმიის დაპირისპირება მონარქიის დამხობისათვის მებრძოლ მაოისტ მეამბოხეებთან. ამ დროის მანძილზე, 12 000-მდე ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG