Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი თითქმის


ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი თითქმის დარწმუნებულია,

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ჟან-კლოდ იუნკერი თითქმის დარწმუნებულია,
რომ ვერ მიაღწევს ერთსულოვნებას ევროკავშირის ბიუჯეტის საკითხში ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ხვალ ბრიუსელში იწყება. ამის შესახებ იუნკერმა, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა, დღეს ბრიუსელში ისაუბრა, ევროპარლამენტის ერთ-ერთ კომიტეტში გამოსვლისას. ევროკავშირის ბიუჯეტზე უთანხმოებას იწვევს ბრიტანეთისთვის განკუთვნილი ფინანსური შეღავათები და ევროკავშირის აგრარული სექტორის სუბსიდირება, რომელიც უწინარეს ყოვლისა საფრანგეთისთვისაა ხელსაყრელი. ბრიუსელის სამიტზე იმსჯელებენ ასევე ევროკავშირის კონსტიტუციაზე, რომლის რატიფიკაციის პროცესიც შეაფერხა კონსტიტუციის უარყოფამ რეფერენდუმებზე საფრანგეთში და ჰოლანდიაში.
XS
SM
MD
LG