Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში, ციხის გარშემო შეგროვილი დემონსტრანტები


თეირანში, ციხის გარშემო შეგროვილი დემონსტრანტები, რომლებიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ოთხშაბათს ადგილობრივმა პოლიციამ დაარბია.

თეირანში, ციხის გარშემო შეგროვილი დემონსტრანტები, რომლებიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ, ოთხშაბათს ადგილობრივმა პოლიციამ დაარბია.
თვითმხილველთა თქმით, რამდენიმე ადამიანი ნაცემია. დაკავებულია აქციის 3 მონაწილე. ოთხშაბათსვე, თუმცა ოდნავ უფრო ადრე, ადამიანის უფლებების დამცველმა წამყვანმა ორგანიზაციებმა, მათ შორის "ჰიუმან რაითს უოჩმა" და "ამნესტი ინტერნეშენალმა" ირანს მოუწოდეს, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი. ამ ორგანიზაციებს შედგენილი აქვთ სია, რომელში შემავალ ადამიანებსაც ისლამურ რესპუბლიკაში უსამართლოდ დაპატიმრებულად მიიჩნევენ. ეს მოწოდება ორი დღით უსწრებდა 17 ივნისს ირანში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს.
XS
SM
MD
LG