Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მომხდარმა რამდენიმე აფეთქებამ, სულ


ერაყში მომხდარმა რამდენიმე აფეთქებამ, სულ ცოტა, 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყში მომხდარმა რამდენიმე აფეთქებამ, სულ ცოტა, 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
მათგან 23 დაიღუპა სამხედრო ბაზის სასადილოში, სადაც თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა. დაღუპულების უმეტესობას ერაყელი ჯარისკაცები შეადგენენ. დაჭრილია, სულ ცოტა, 29 ადამიანი. მოგვიანებით თვითმკვლელმა მეამბოხემ დანაღმული ავტომანქანა დააჯახა პოლიციის ორ მანქანას. დაიღუპა, სულ ცოტა, 8 პოლიციელი.ჩრდილოეთ ბაღდადსა და მღელვარე ქალაქ ტალ აფარში, განხორციელებულმა ორმა შეტევამ კიდევ 12 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერაყთან დაკავშირებით იუწყებიან ასევე, რომ ავსტრალიაში პრემიერ-მინიტრ ჯონ ჰოუარდის განცხადებით, ერაყელი სამხედროების ხელმძღვანელობით განხორციელებული ოპერაცის შედეგად მოხერხდა ერაყში ავსტრალიელი მძევლის, დუგლას ვუდის გათავისუფლება.
XS
SM
MD
LG