Accessibility links

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დღეს


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დღეს კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ დღეს კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე
პოტენციურ ინვესტორებს მოუწოდა უკრაინაში ფულის დაბანდებისაკენ. იუშჩენკოს თქმით, მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტი გახდა - შარშანდელი "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ - მთავრობა ცდილობს, მოაწესრიგოს ვითარება, რომელიც ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში იყო შექმნილი. [ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] “უკრაინის ახალმა მთავრობამ ხელი შეუწყო დამოუკიდებელი მასმედიის ჩამოყალიბებას. უკრაინის მოქალაქეებს დაუბრუნდა კანონიერების, დამოუკიდებელი მართლმსაჯულების რწმენა. ყველა ღონეს ვხმარობთ, იმ ბოროტმოქმედთა მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად, რომელთაც ხელს აფარებდა წინა ხელისუფლება. უკრაინა მიგვაჩნია მსოფლიოში დემოკრატიული პროცესების მნიშვნელოვან მონაწილედ. ის რეგიონში ლიდერის როლს ინარჩუნებს. ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და მზად ვარ, ის ვიტვირთოთ”, აღნიშნა პრეზიდენტმა იუშჩენკომ კიევში ორდღიან ეკონომიკურ ფორუმზე რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურების მონაწილეობით. მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
XS
SM
MD
LG