Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალები აგებენ საზღვაო


ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალები აგებენ საზღვაო ბარიერს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში

ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალები აგებენ საზღვაო ბარიერს ღაზის სექტორის ჩრდილოეთში
პოტენციური მოიერიშეების მოსაგერიებლად. საინფორმაციო სააგენტო ასოშიეიტიდ პრესის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბარიერი საჭიროა, რადგან ღაზიდან ჯარების გაყვანის შემდეგ ისრაელი კარგავს სათვალთვალო სისტემას. გაზეთი "ჯერუსალემ პოსტიც" დღევანდელ ნომერში იუწყება დაგეგმილი ბარიერის შესახებ. ღაზის სექტორში მილიონზე მეტი პალესტინელი ცხოვრობს. სექტორს გარშემორტყმული აქვს კედელი - ისრაელის უშიშროების ბარიერი, რომელიც პოტენციური მოიერიშეებისაგან ისრაელის მოსახლეობის დაცვას ემსახურება. გარდა ამისა, ისრაელი აგებს უშიშროების კედელს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირთან, ასევე პალესტინელების ტერიტორიასთან.
XS
SM
MD
LG