Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ნაღმის აფეთქების


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ნაღმის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა რუსი მშვიდობისდამცველი,

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ნაღმის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა რუსი მშვიდობისდამცველი,
რომელიც სამართალდამცავებს დაკარგული გიორგი კახნიაშვილის ძებნაში ეხმარებოდა. იუწყებიან ასევე, რომ აფეთქებისას დაშავდა ორი ქართველი პოლიციელიც. რაც შეეხება 76 წლის გიორგი კახნიაშვილს, რომელიც ორი დღის წინ დაიკარგა, მისი გვამი, საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ჯავის რაიონის სოფელ ითრაფისში ნაღმზე აფეთქებული იპოვეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კახნიაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. როგორც იუწყებიან, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ხაინდრავა, რომელიც მოსკოვში იმყოფება, მიზანშეწონილად მიიჩნევს ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომას, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავებასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG