Accessibility links

logo-print

საქართველოს ფინანსური პოლიციის უფროსი დავით


საქართველოს ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი ბოდიშს უხდის საზოგადოებას

საქართველოს ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი ბოდიშს უხდის საზოგადოებას
სწრაფი კვების ობიექტ "ნიკალაში" ხუთშაბათს ჩატარებული სპეცოპერაციის გამო. როგორც კეზერაშვილმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ფინანსურ პოლიციაში დაადგენენ მომხდარის მიზეზებსა და იმ პირთა ვინაობას, ვინც "ნიკალაში" სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამ პირების ვიანობა კეზერაშვილმა პარლამენტის წევრებს 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს. ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ ჟურნალისტებს უთხრა ადამიანის უფლებების დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომის შემდეგ. კომიტეტებს ფინანსური პოლიციის უფროსისგან სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციის მოსმენა პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ დაავალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი".
XS
SM
MD
LG