Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ევროკავშირის ლიდერები


ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ვერ ახერხებენ ბიუჯეტის საკითხებში შეთანხმებას.

ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ვერ ახერხებენ ბიუჯეტის საკითხებში შეთანხმებას.
ყველაზე დიდი უთანხმოებაა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის. საფრანგეთი მოითხოვს, რომ ბრიტანეთმა უარი თქვას მისთვის ადრე მინიჭებულ შეღავათებზე. ლონდონი ევროკავშირის ბიუჯეტში დაახლოებით 5 მილიარდი ევროთი ნაკლებს იხდის. საპასუხოდ ბრიტანეთმა განაცხდა, რომ ვეტოს დაადებს ბიუჯეტში მისი შესატანის თაობაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუკი არ ჩატარდება აგრარული სუბსიდიების რეფორმა. საფრანგეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ რეფორმას. ბიუჯეტის გარშემო დავა კიდევ უფრო ამძიმებს კრიზისს, რომელიც საფრანგეთსა და ჰოლანდიაში რეფერენდუმებზე ევროკავშირის კონსტიტუციის უარყოფას მოჰყვა. ხუთშაბათს ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ კონსტიტუციის რატიფიცირებისათვის განკუთვნილი ვადის გაგრძელებაზე.
XS
SM
MD
LG