Accessibility links

logo-print

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 საათით


ირანში საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 საათით მეტ ხანს გაგრძელდა კენჭისყრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის თქმით,

ირანში საპრეზიდენტო არჩევნებზე 4 საათით მეტ ხანს გაგრძელდა კენჭისყრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის თქმით,
ამის მიზეზი გახდა ამომრჩევლების დიდი ინტერესი არჩევნებში მონაწილეობის მიმართ. პრეზიდენტობის 7 კანდიდატს შორის ფავორიტად არის მიჩნეული ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი. ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რაფსანჯანი და მისი მთავარი კონკურენტი, რეფორმების მომხრე ძალების წარმომადგენელი მოსტაფა მოინი ხმების დაახლოებით თანაბარ რაოდენობას მიიღებენ. დღევანდელ არჩევნებში გამარჯვებული შეცვლის ამჟამინდელ პრეზიდენტს, მოჰამად ხათამის, რომელსაც პრეზიდენტობის ბოლო, მეორე ვადა ამოეწურება. თუ დღეს ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების 50 პროცენტზე მეტს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაიმართება არჩევნების მეორე ტური ორი წამყვანი კანდიდატის მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG