Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა


ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა უარყო ბრალდება,

ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა უარყო ბრალდება,
თითქოს მისი და მისი ოჯახის წევრების ხელი ერია ბიშკეკში გუშინ მომხდარ არეულობაში, როცა ასობით დემონსტრანტი შეიჭრა მთავრობის შენობაში. აყაევმა, რომელმაც წელს, 24 მარტს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, რუსეთში ემიგრირება ამჯობინა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას უსაფუძვლოდ აბრალებენ არეულობის ორგანიზების ხელშეწყობას. აყაევის ეს განცხადება მოჰყვა ყირგიზეთის ვიცე-პრემიერ დანიარ უსენოვის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ ბიშკეში დემონსტრაციის მონაწილეები აყაევის მომხრეები იყვნენ. თუმცა, თვით დემონსტრანტების განმარტებით, ისინი ემხრობიან ურმატ ბარიკტაბასოვს - ბიზნესმენს, რომელსაც უარი უთხრეს ყირგიზეთში 10 ივლისის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის კანდიდატად რეგისტრაციაზე. ოფიციალური პირები რეგისტრაციაზე უარის მიზეზად ასახელებენ იმ გარემოებას, რომ ბარიკტაბასოვი ყაზახეთის მოქალაქეა. ყირგიზეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ბარიკტაბასოვის დაპატიმრებას აპირებს.
XS
SM
MD
LG