Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა


მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა დაასრულეს მუშაობა

მოსკოვში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციებმა დაასრულეს მუშაობა
საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტზე. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ტექსტზე მუშაობა დასრულდა მოსკოვში ორდღიანი მოლაპარაკების შემდეგ. ამ ინფორმაციით, დელეგაციებმა დაადასტურეს ბაზების გაყვანის ვადები. საბოლოო შეთანხმებას ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერენ. საინფორმაციო სააგენტო პრაიმ-ნიუსის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე, ხოლო რუსეთის ფედერაციის დელეგაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი იგორ სავოლსკი. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე შეთანხმებას 30 მაისს მოსკოვში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს. ამ შეთანხმების თანახმად, ბაზები საქართველოს ტერიტორიიდან 2008 წლამდე უნდა გავიდნენ. ხელშეკრულება ძალაში 30 მაისიდან შევიდა და ამავე დღიდან ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ბაზებმა გაყვანის რეჟიმში დაიწყეს ფუნქციონირება.
XS
SM
MD
LG