Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს


ესპანეთში სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს ათობით ქართველი

ესპანეთში სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას დააკავეს ათობით ქართველი
- ესპანური მასმედიის ცნობით, კრიმინალური ორგანიზაციის წევრები. ტელეკომპანია "იმედი" დღეს დაუკავშირდა ესპანეთში დაპატიმრებულების ახლობლებს, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავებულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან. დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა სიხარულიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა: [სიხარულიძის ხმა] "მიზეზი ამ დაკავებისა იყო "საფინანსო და სხვა სახის დანაშაულთა გამოვლენის მიზნით". იმავე ბრიფინგზე სიხარულიძემ განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო უწყებამ ინფორმაცია ესპანეთში ქართველების დაპატიმრების შესახებ ბიზნესმენ ტარიელ ონიანის ოჯახისაგან მიიღო: [სიხარულიძის ხმა] "ჩვენს კონსულს საფრანგეთში დაუკავშირდა ტარიელ ონიანის ოჯახი და მიაწოდა ესპანეთში, ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტის შესახებ ინფორმაცია. ეს იყო პირველი ინფორმაცია, რომელიც გაჩნდა დილით. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანებიც, მათ შორის ტარიელ ონიანის ოჯახის წევრი", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
XS
SM
MD
LG