Accessibility links

logo-print

კახეთში, სოფელ შაქრიანის ტერიტორიაზე საქართველოს


კახეთში, სოფელ შაქრიანის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტთა მომზადების პირველი ბანაკი გაიხსნა.

კახეთში, სოფელ შაქრიანის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისტთა მომზადების პირველი ბანაკი გაიხსნა.
რეზერვისტების ბატალიონის მომზადების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული პეტრე ცისკარიშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ლევან ნიკოლეიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. რეზერვისტებს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა: სააკაშვილის თქმით, ყველა, ვისაც საქართველო უყვარს, ამაყობს რეზერვისტებით. რეზერვისტთა ბანაკიდან პრეზიდენტმა ლაგოდეხს მიაშურა, საზაფხულო ბანაკის “პატრიოტის” მოსანახულებლად. ახლადგახსნილი რეზერვიტთა მე-14 ბატალიონი 350 ადამიანს ითვლის. ისინი მომზადებას სამი კვირის მანძილზე გაივლიან.
XS
SM
MD
LG