Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა


ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მკაცრად გააკრიტიკა

ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მკაცრად გააკრიტიკა
მოკავშირე ქვეყნის - ეგვიპტის მთავრობა. პრეტენზიები, რომლებიც კონდოლიზა რაისმა კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში გამოსვლისას გამოთქვა, საგანგებო კანონებს, ავტოკრატიულ სასამართლო სისტემასა და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ ზეწოლას შეეხებოდა.
მისი თქმით, ქვეყანაში რეალურად სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს:
(კონდოლიზა რაისის ხმა) "არჩევნებმა ეგვიპტეში, მათ შორის – საპარლამენტომაც, უნდა დააკმაყოფილოს ის ნორმები, რომელიც ყველა თავისუფალ არჩევნებს ახასიათებს. ოპოზიციურ გაერთიანებებს თავშეყრის, მონაწილეობის მიღებისა და მედიასთან საუბრის საშუალება უნდა მიეცეს. კენჭისყრის პროცესი თავისუფალი უნდა იყოს ზეწოლისგან და ჩარევისგან. ხოლო საერთაშორისო საარჩევნო ინსტრუქტორებსა და მეთვალყურეებს თავიანთი მისიის შესრულების უფლება არ უნდა შეეზღუდოთ".
ორშაბათსვე, მაგრამ ოდნავ უფრო ადრე, კონდოლიზა რაისი ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა. ჰოსნი მუბარაკი სექტემბერში დანიშნულ არჩევნებზე, სავარაუდოდ, ისევ ეცდება - 6-წლიანი ვადით, და უკვე მეხუთედ, ჩაუდგეს სათავეში ქვეყანას. წელს ამომრჩევლებს საარჩევნო სია რამდენიმე კანდიდატს შესთავაზებს.
XS
SM
MD
LG