Accessibility links

თბილისის ყოფილი პრემიერის გია შერაძის


თბილისის ყოფილი პრემიერის გია შერაძის 2002 წლის 17 სექტემბრის განკარგულება

თბილისის ყოფილი პრემიერის გია შერაძის 2002 წლის 17 სექტემბრის განკარგულება
- მიწების გასხვისების შესახებ, დედაქალაქის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბათილად ცნო. მერის გადაწყვეტილების შედეგად, ,,საქნავთობ-გეოფიზიკის” ლაბორატორიის შენობა ვაშლიჯვარში ახლანდელ მფლობელებს ჩამოერთმევათ.
როგორც ჭიაბერაშვილმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მოქმედი სამართლებრივი აქტებით, ქალაქის პრემიერს არასაცხოვრებელი ფართის საბინაო ფონდში ჩარიცხვის უფლება არ ჰქონდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ ,,საქნავთობ-გეოფიზიკის” ლაბორატორიის თანამშრომლები და ცდილობენ დაამტკიცონ, რომ, დოკუმენტაცია შენობის საკუთრების შესახებ, იმდროინდელი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ კანონიერად გაიცა.
XS
SM
MD
LG