Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ლიცენზირებისა და ნებართვების გამარტივების შესახებ”


”ლიცენზირებისა და ნებართვების გამარტივების შესახებ” კანონპროექტის

”ლიცენზირებისა და ნებართვების გამარტივების შესახებ” კანონპროექტის
შესწორებულ ვარიანტს მთავრობა პარლამენტს 24 ივნისს, რიგგარეშე სესიაზე წარუდგენს. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, კანონპროექტთან ერთად, მისმა ინიციატორმა - სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ - უნდა წარადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც კანონპროექტს მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანს. ამასთან, უნდა დაერთოს პროცედურათა ჩამონათვალი. მაჭავარიანის განმარტებით, ლიცენზიანტებისთვის ლიცენზიების ჩამორთმევა სასამართლოს პრეროგატივაა და შესაბამისად, კანონპროექტში დეტალურად უნდა განისაზღვროს პროცედურები.მისი ინფორმაციით, მთავრობა მზადაა გაითვალისწინოს კანონპროეტის მეორე მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრ შოთა გვენეტაძის რეკომენდაციით, გაუქმდა სატაქსო გადაზიდვებზე ნებართვა. 800-ზე მეტ გაუქმებულ ნებართვას შორისაა ცხოველთა კოსმეტიკური საუნების შექმნის, მათი მოვლის და საჯიშე საქმიანობის ლიცენზიები. კანონპროექტში, ასევე შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ლიცენზიის გამცემი ორგანო ლიცენზიანტს ამოწმებს წელიწადში ერთხელ, და თუ მან კონტროლი გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა, ამ უფლებით შემდეგ წელს ვერ ისარგებლებს.
XS
SM
MD
LG