Accessibility links

logo-print

ირანის გუშაგთა საბჭოს განცხადებით, მისმა


ირანის გუშაგთა საბჭოს განცხადებით, მისმა წარმომადგენლებმა ვერ აღმოაჩინეს

ირანის გუშაგთა საბჭოს განცხადებით, მისმა წარმომადგენლებმა ვერ აღმოაჩინეს
გასულ კვირაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბების ვერავითარი დამადასტურებელი საბუთი. როგორც გუშაგთა საბჭოს თავმჯდომარემ აჰმად ჯანათიმ ტელევიზიით გამოსვლისას გამოაცხადა, ხმების ნაწილობრივმა ხელახალმა დათვლამ დაადასტურა პირველი დათვლისას მიღებული შედეგი. ჯანათის განცხადების თანახმად, ვერაფერი შეუშლის ხელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას პარასკევს, როგორც ეს თავიდანვე ნავარაუდევი იყო. ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატი, რეფორმატორი მუსტაფა მოინი არჩევნების მეორე ტურის იმ დრომდე გადადებას მოითხოვდა, ვიდრე არ დასრულდებოდა აღრიცხული დარღვევების გამოძიება. ბიულეტენების ნაწილის ხელახალი დათვლის გადაწყვეტილება შედეგია იმ უკმაყოფილებისა, რომელსაც 17 ივნისს ჩატარებული არჩევნებთან დაკავშირებით შვიდი კანდიდატიდან სამი გამოთქვამს. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი (რომელმაც ხმების 21 პროცენტი მოაგროვა) და თეირანის მერი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 19,5 პროცენტი ერგო.
XS
SM
MD
LG