Accessibility links

logo-print

კოდორის ხეობის, მესტიისა და ლენტეხის


კოდორის ხეობის, მესტიისა და ლენტეხის რაიონების წარმომადგენლები

კოდორის ხეობის, მესტიისა და ლენტეხის რაიონების წარმომადგენლები
კოდორის ხეობაში ბატალიონ ”მონადირის” გაუქმების” შემდეგომ განვითარებული მოვლენების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვენ. როგორც მათ სამშაბათს სახალხო დამცველის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მას შემდეგ, რაც ,,მონადირე” გაუქმდა, კოდორის ხეობა, ფაქტიურად, დაუცველი დარჩა. რუსეთის თვითმფრინავები კი ხეობაში დაზვერვას აწარმოებენ და, არ არის გამორიცხული, მარუხში დესანტიც იყოს გადასხმული. ბატალიონი ,,მონადირე” მიმდინარე წლის 25 მაისს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ბრძანებით გაუქმდა.
XS
SM
MD
LG