Accessibility links

logo-print

ირანის მეთვალყურეთა საბჭომ - ქვეყნის


ირანის მეთვალყურეთა საბჭომ - ქვეყნის უმაღლესმა მაკონტროლებელმა ორგანომ -

ირანის მეთვალყურეთა საბჭომ - ქვეყნის უმაღლესმა მაკონტროლებელმა ორგანომ -
დაამტკიცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები. გამარჯვებულად მიჩნეულნი არიან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აკბარ ჰაშემ რაფსანჯანი და თეირანის მერი, კონსერვატორი მაჰმუდ ახმადინენჯადი. ისინი გავიდნენ მეორე ტურში, რომელიც 24 ივნისს გაიმართება. ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა მოჰამად ხათამიმ დღეს ერთ-ერთ საინფორმაციო საააგენტოს განუცხადა, რომ ძალაუფლება იმ პოლიტიკოსს უნდა გადაეცეს, ვინც დაიცავს თავისუფლებას და საფრთხეს არ შეუქმნის დემოკრატიასო.
XS
SM
MD
LG