Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესა კვლავ ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. რუსი ჟურნალისტების


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესა კვლავ ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. რუსი ჟურნალისტების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის,

თუ რა ხდება საქართველოს აჯანყებულ რეგიონებში და რა შანსი აქვს რუსეთს, აფხაზეთისა და ცხინვალის მეშვეობით შეინარჩუნოს თავისი გავლენა საქართველოზე.
გაგაცნობთ რუსული პრესის რამდენიმე პუბლიკაციას.

აფხაზეთს ევროკავშირში შესვლის შესაძლებლობა არ ხიბლავს საქართველოს შემადგენლობაში დასაბრუნებლად, - წერს 21 ივნისის ინტერნეტ-გამოცემა „ლენტა“, რომელიც სოხუმის ხელისუფლების ლიდერის სერგეი ბაღაფშისა და ფონდ „მარშალის“ წარმომადგენელთა შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. გამოცემის ცნობით, შეხვედრისას ევროპელთა დელეგაციის წარმომადგენლები არწმუნებდნენ სერგეი ბაღაფშს, რომ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება აფხაზეთს კარგ პერსპექტივებს უქადის, მათ შორის, თბილისის მეშვეობით ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოცემა წერს:


სერგეი ბაღაფშმა კიდევ ერთხელ უარყო საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნების შესაძლებლობა. „ჩვენ საკუთარ თავს ვერ ვხედავთ საქართველოს შემადგენლობაში და, შესაბამისად, არ ვაპირებთ ეკონომიკის ამ სიბრტყეში განვითარებას,“ - განაცხადა ბაღაფშმა. მისი თქმით, აფხაზმა ხალხმა, რომელმაც გადაიტანა ომის საშინელება, თავისი მომავალი უკვე განსაზღვრა 1999 წელს ჩატარებული რეფერენდუმისას.
„ჩვენ ევროპას ვეკუთვნით და გვინდა ევროპული სახელმწიფოს მსგავსად განვვითარდეთ,“ - თქვა ბაღაფშმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ურთიერთობა საქართველოსთან უნდა იყოს თანაბარუფლებიანი და სახელმწიფოთაშორისი. მისივე თქმით, საქართველო, რომელიც სიტყვიერად კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პირობას დებს, რეალურად სამხედრო პოტენციალს აძლიერებს.
„ჩვენ ვიცით, ვის საწინააღმდეგოდ იარაღდება საქართველო და იძულებულნი ვართ, თავადაც გავაძლიეროდ შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობა,“ -განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.
სოხუმის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, ევროპულ ინსტიტუტებში გაწევრიანების პერსპექტივა აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სატყუარად ვერ გამოდგება. ანქვაბის თქმით, აფხაზეთს საკმარისი ინტელექტუალური და ეკონომიკური პოტენციალი აქვს დამოუკიდებელი განვითარებისთვის.“




როგორც ჩანს, უახლოეს ხანში რუსეთსა და საქართველოს შორის ახალი სკანდალი იჩენს თავს - დღევანდელი „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ბაზებიდან ტექნიკის გატანას აფხაზეთის გავლით გეგმავს. ამის შესახებ განაცხადა საქართველოდან დაბრუნებულმა რუსეთის სახმელეთო ჯარების მხედართმთავრის მოადგილემ ვალერი ევნევიჩმა. გაზეთი მკითხველს შეახსენებს, რომ, მანამდე არსებული გეგმით, სამხედრო ტექნიკის გატანა ბათუმის პორტისა და სომხეთის გავლით იყო დაგეგმილი. როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, რუსული მხარის გეგმების ცვლამ უკვე გამოიწვია ოფიციალური თბილისის გაღიზიანება. კერძოდ:


„კონფლიქტის მოგვარების სფეროში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ვოლსკი ევნევიჩის განცხადებას არარაციონალურს და პოლიტიკურად არაშორსმჭვრეტელურს უწოდებს. „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ, დამატებითი გაღიზიანების გარდა, ეს არაფერს მოიტანს. მე თავად ვმონაწილეობდი მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებში და აფხაზური მარშრუტი არავის უხსენებია,“ - განუცხადა გაზეთს გიორგი ვოლსკიმ.
XS
SM
MD
LG