Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფერენცია ევროპის კავშირისა და აშშ-ის


კონფერენცია ევროპის კავშირისა და აშშ-ის თაოსნობით მოეწყო. ფორუმზე გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა,

კონფერენცია ევროპის კავშირისა და აშშ-ის თაოსნობით მოეწყო. ფორუმზე გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეკ სტრომ განაცხადა,
რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გადალახა ერაყში მიმდინარე ომთან დაკავშირებული უთანხმოებები. მინისტრის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეები იზიარებენ მოსაზრებას, რომ დემოკრატიული და მშვიდობიანი ერაყის შექმნაზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. როგორც იუწყებიან, კონფერენციის მონაწილეები ერაყს დახმარებას დაჰპირდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს დემოკრატიზაციის პროცესს. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ შეაქო კონფერენციის შედეგები და აღნიშნა, რომ ერაყისათვის ძალიან მნიშვნელოვანია უახლოესი მომავალი, უცხო ქვეყნების დახმარება მომავალ თვეებში. ბრიუსელში დასრულებული კონფერენციის დასკვნით დეკლარაციაში შესულია მოწოდება ეროვნული შერიგებისაკენ, დასახულია გზები, როგორ შეიძლება უცხოეთი დაეხმაროს ერაყს. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებად დასახელებულია დონორების მომავალი თვის კონფერენცია იორდანიაში.
XS
SM
MD
LG