Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელებს ქვეყნის აღმშენებლობის და უსაფრთხოების


ერაყელებს ქვეყნის აღმშენებლობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე მთელი მსოფლიო გვერდში უდგას – განაცხადა კოფი ანანმა

ერაყელებს ქვეყნის აღმშენებლობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზაზე მთელი მსოფლიო გვერდში უდგას – განაცხადა კოფი ანანმა
ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას. გაეროს გენერალური მდივანი ერაყისა და ერაყელების მიმართ სილიდარობის დემონსტრირებას ცდილობდა: (კოფი ანანის ხმა) "საერთაშორისო საზოგადოებრიობა მხარს უჭერს ერაყის მთავრობასა და ერაყელ ხალხს... და ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ერაყის აღმშენებლობა, დაგეგმილი უშიშროების საბჭოს მიერ ერთი წლის წინ გამოცემულ 1546-ე რეზოლუციაში, აუცილებლად წარმატებული იქნება". ეს იყო გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი. ბრიუსელში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც ის დღეს სიტყვით გამოვიდა, 80-ზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოშიარ ზებარიმ იმედი გამოთქვა, რომ მისი მთავრობა მართლაც მიიღებს დახმარებას, რომელიც ძალიან სჭირდება. ბაღდადი ამჟამად ახალი კონსტიტუციის შექმნაზე მუშაობს და წლის ბოლოს გასამართი არჩევნებისთვის ემზადება.
XS
SM
MD
LG