Accessibility links

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეზღუდული


სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ექომაგება, ხოლო

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს ექომაგება, ხოლო
რესტორან ,,ხიდაშელების” ადმინისტრაციის მოქმედებას დაუფარავ დიკრიმინაციას უწოდებს. სახალხო დამცველის განცხადებით, რესტორნის ადმინისტრაციამ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი. სოზარ სუბარმა დასძინა ისიც, რომ ადამიანთა თანასწორუფლებიანობის ხელყოფა დასჯადია სისხლის სამართლის კოდექსით. 19 ივნისს რესტორან ,,ხიდაშელებში” არ შეუშვეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 8 მოზარდი, რომლებსაც გადაადგილება მხოლოდ ეტლების საშუალებით შეუძლიათ. რესტორნის ადმინისტრაციამ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ ,,ხიდაშელები” კერძო საკუთრებაა და მისი მფლობელები თავად წყვეტენ, ვინ შეუშვან და ვინ – არა. ბავშვები “შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ.
XS
SM
MD
LG