Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქარტიას


საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქარტიას, რომლითაც საქართველო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების სურვილს გამოთქვამს.

საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქარტიას, რომლითაც საქართველო 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების სურვილს გამოთქვამს.
როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ შეკრებაზე აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს იღონებს სპორტის სახეობების განვითარების ხელშესაწყობად. შეკრებილებს მიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა, ბადრი პატარკაციშვილმაც, რომელიც, მისივე თქმით, დარწმუნებულია გამარჯვებაში. 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის სურვილს უკვე გამოთქვმს რამდენიმე სხვა ქვეყანაც, მათ შორის ავსტრია, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს თამაშების მასპინძელ ქალაქად ზალცბურგს სთავაზობს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ბორჯომსა და ბაკურიანს ასახელებს.
XS
SM
MD
LG