Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა პარლამენტის ვიცე-სპიკერ


საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივა საკრებულოს მიერ მერის არჩევის შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა მოიწონა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის საკანონმდებლო ინიციატივა საკრებულოს მიერ მერის არჩევის შესახებ.
ინიციატივით, რომელიც მაჭავარიანმა თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა, თბილისის საკრებულოს არჩევნები პარტიული სიით უნდა ჩატარდეს, კანდიდატთა მიღებული ხმები კი მაჟორიტარული წესით უნდა დაითვალონ. ეს კი ამა თუ იმ რაიონში გამარჯვებულ პარტიას საშუალებას მისცემს, მისმა წევრებმა შეავსონ საკრებულოში განკუთვნილი ყველა ადგილი, რომელიც მათ საარჩევნო ოლქების მიხედვით ერგებათ. როგორც პრეზიდენტმა ოთხშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს სავსებით მისაღები მოდელია. იმავდროულად, თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევის წესის ახალი, მიხეილ მაჭავარიანის მიერ წარდგენილი ვარიანტი ოპოზიციის მწვავე კრიტიკას იწვევს.
XS
SM
MD
LG