Accessibility links

logo-print

ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობმა


ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობმა "კვარტეტმა", რომელიც აშშ-ს, რუსეთს, ევროკავშირსა და გაეროს აერთიანებს,

ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის ხელშემწყობმა "კვარტეტმა", რომელიც აშშ-ს, რუსეთს, ევროკავშირსა და გაეროს აერთიანებს,
ისრაელს მოუწოდა, გაუადვილოს პალესტინელებს გადაადგილება ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო. ეს მოწოდება ეხმიანება პალესტინელების მთავარ მოთხოვნას, ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გასვლის წინ. იქვე "კვარტეტის" წევრებმა ისრაელსა და პალესტინელებს კონტაქტის გააქტიურებისაკენ მოუწოდეს. "კვარტეტის" წარმომადგენლები დღეს ლონდონში შეიკრიბნენ "დიდი შვიდეულისა" და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრის დაწყებამდე. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იყო ავღანეთში აღდგენითი სამუშაოები და იქ ნარკოტიკების კონტრაბანდის პრობლემა.
XS
SM
MD
LG