Accessibility links

logo-print

ბაღდადში დღეს სამი დანაღმული ავტომანქანა


ბაღდადში დღეს სამი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, დაიღუპა, სულ ცოტა17, დაიჭრა 30-მდე ადამიანი.

ბაღდადში დღეს სამი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, დაიღუპა, სულ ცოტა17, დაიჭრა 30-მდე ადამიანი.
აფეთქებები თითქმის ერთდროულად მოხდა. სულ ცოტა, ერთ მანქანაში თვითმკვლელი მოიერიშეც იჯდა. დღეს იყო მსხვერპლი ერაყის სხვა ქალაქშიც - რამადიში. იქ, სროლის დროს, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. დღესვე აფეთქდა გზის პირას ჩადებული ბომბი, რომლითაც, როგორც ჩანს, იაპონელების ბადრაგის განადგურებას აპირებდნენ. მაგრამ არავინ დაშავებულა, აღირიცხა მცირე ზარალი. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა დღეს კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის ჯარებს დრო ესაჭიროებათ ერაყში ამბოხებულების დასამარცხებლად და ერაყის უშიშროების ძალების მოსამზადებლად.
XS
SM
MD
LG