Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში 13 მაისს


უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში 13 მაისს არეულობის წამოწყების პასუხისმგებლობა სამ ისლამურ ჯგუფს დაეკისრა.

უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში 13 მაისს არეულობის წამოწყების პასუხისმგებლობა სამ ისლამურ ჯგუფს დაეკისრა.
გენერალური პროკურორის მოადგილე ანვარ ნაბიევის განცხადებით, ეს ჯგუფებია "თურქესტანის ისლამური მოძრაობა", "ჰიზბ-უტ ტაჰრირი" და "აკრიმია". ნაბიევის თქმით, ამ ისლამურმა ორგანიზაციებმა (მოქმედმა 20 მობილურ ჯგუფად, თითოში 5-დან 20-მდე ექსტრემისტის შემადგენლობით) ორგანიზება გაუწიეს ანდიჟანის მოვლენებს როგორც უზბეკეთის, ისე ყირგიზეთის ტერიტორიებზე. უზბეკეთის მთავრობის ინფორმაციით, ანდიჟანის მოვლენების დროს დაიღუპა 170-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ისლამისტი ექსტრემისტები, სამთავრობო ჯარის წევრები, სამოქალაქო პირები. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები გაცილებით მეტ - 500-მდე დაღუპულზე ლაპარაკობენ.
XS
SM
MD
LG