Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის ბიუჯეტი


თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის ბიუჯეტი, რომელიც 20 მლნ ლარით არის გაზრდილი.

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა დედაქალაქის ბიუჯეტი, რომელიც 20 მლნ ლარით არის გაზრდილი.
საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, ეს თანხა მიწისძვრით დაზარალებულებს და თბილისში გზების რეაბილიტაციას მოხმარდება. გაზრდილ ბიუჯეტში კვლავ ვერ მოხვდნენ “თბილტრანსის” მძღოლები და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოსახლეობა, რომელმაც ამ მოტივით თბილისის მერიის შენობასთან პარასკევს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა საკრებულოს ფრაქცია ,,ახალმა მემარჯვენეებმა”.
XS
SM
MD
LG