Accessibility links

logo-print

ყაზანში გაიხსნა მეჩეთი, რომელიც უდიდესია


ყაზანში გაიხსნა მეჩეთი, რომელიც უდიდესია მთელს რუსეთში.

ყაზანში გაიხსნა მეჩეთი, რომელიც უდიდესია მთელს რუსეთში.
ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ზეიმზე მრავალი მულსიმანი შეიკრიბა ყაზანში, რომელიც თათრეთის დედაქალაქია. ქულ შარიფის მეჩეთის გახსნის ცერემონიაზე თათრეთის პრეზიდენტმა მინტიმერ შაიმიევმა აღნიშნა: [შაიმიევის ხმა] “ქულ შარიფის მეჩეთი რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის, ხარების ტაძრის გვერდით არის აღმართული, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ის გამოხატავს რესპუბლიკის მრავალეთნიკური მოსახლეობის მისწრაფებას, იცხოვროს მშვიდობიანად და მეგობრულად. ეს ორი ტაძარი ერთმანეთის გვერდით დგას, როგორც ქვეყნის ორი წამყვანი სარწმუნოების ურთიერთგაგების სიმბოლო”. ახალი მეჩეთი აღმართულია იქ, სადაც ადრეც იდგა მეჩეთი, რომელიც რუსმა დამპყრობლებმა მე-16 საუკუნეში დაანგრიეს და სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებელი ქრისტიანობა გამოაცხადეს. ქულ შარიფი იყო პოეტი, დიპლომატი და რელიგიური მოღვაწე, რომელსაც თათრები ეროვნულ გმირად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG