Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური


ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 23 საათზე დაიხურა -

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 23 საათზე დაიხურა -
დაგეგმილზე ოთხი საათით გვიან. პრეზიდენტის პოსტს ერთმანეთს ეცილებიან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ზომიერად კონსერვატული ძალების წარმომადგენელი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი და თეირანის მერი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, რომელსაც მკაცრი კურსის მომხრეებს მიაკუთვნებენ. საარჩევნო უბანში მისულმა რაფსანჯანიმ გამარჯვების რწმენა გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ, მარცხის შემთხვევაში, სხვა პოსტზეც განაგრძობს ირანის სამსახურში დგომას: [აკბარ ჰაშემი რაფსანჯანის ხმა] “მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, სიცოცხლის ბოლომდე ვემსახურო რევოლუციას და ხალხს. ახლა ვიქნები თუ არა პრეზიდენტი, ჩემი მიზანია ისტორიაში პოლიტიკური როლის შესრულება.” საპრეზიდენტო არჩევნებში რაფსანჯანის მეტოქემ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ირანში "ახალი ეპოქა" დაიწყება. კენჭისყრის შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საბოლოო შედეგებს შაბათს, შუადღისთვის გამოაცხადებენ. მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, წინასწარი შედეგები ხვალ დილითვე გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG