Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ხელისუფლებამ გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება


ყირგიზეთის ხელისუფლებამ გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება იმ 29 უზბეკი ლტოლვილის

ყირგიზეთის ხელისუფლებამ გააუქმა თავისივე გადაწყვეტილება იმ 29 უზბეკი ლტოლვილის
დეპორტაციის შესახებ, რომელთაც ტაშკენტი ქალაქ ანდიჟანში საპროტესტო აქციებისა და არეულობის მოწყობაში ადანაშაულებს. ყირგიზეთის პროკურატურის პრესმდივნის ცნობით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნება გაეროს ლტოლვილთა უზენაეს კომისარიატთან კონსულტაციის შემდეგ. ამ უწყების წარმომადგენელი უკვე მიემგზავრება ბიშკეკში. მანამდე ამავე შინაარსის განცხადება გააკეთა ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტაალაი კადიროვმა. [ტაალაი კადიროვის ხმა] "სტატუსის მინიჭების ან სტატუსზე უარის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მხოლოდ და მხოლოდ გაეროს ლტოლვილთა უზენაეს კომისარიატთან კონსულტაციების საფუძველზე. ასეთია საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია: მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი. ეს მოხდება ლტოლვილთა შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე." გასულ თვეში უზბეკეთიდან ყირგიზეთში გადავიდა 500-მდე უზბეკი - მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ. ოფიციალური მონაცემებით, შეტაკებების შედეგად 176 ადამიანი დაიღუპა. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი 500-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG