Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 46


ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 46 ერაყელისა და 1 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.

ერაყში ძალადობამ, სულ ცოტა, 46 ერაყელისა და 1 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა.
ძალადობის ეპიცენტრი იყო ჩრდილოეთში მდებარე ქალაქი მოსული - იქ თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ მოწყობილმა სამმა აფეთქებამ, მიმართულმა ერაყის უშიშროების ძალების წინააღმდეგ, სულ ცლტა, 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაიჭრა 27 კაცი. კიდევ რამდენიმე იერიში მოეწყო ბაღდადში და მის ჩრდილოეთით, სადიაში. ბაღდადში გზისპირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, ასევე ბაღდადში მოკლეს ტელეჟურნალისტი ქალი. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, დააკავეს მეამბოხეობაში ეჭვმიტანილი 25 კაცი და აღმოაჩინეს იარაღის საწყობი ანბარის პროვინციაში.
XS
SM
MD
LG