Accessibility links

logo-print

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის წევრი ხავიერ


ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის წევრი ხავიერ სოლანა ვერ ხედავს ირანის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის შეცლის აუცილებლობას

ევროპის კავშირის ხელმძღვანელობის წევრი ხავიერ სოლანა ვერ ხედავს ირანის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის შეცლის აუცილებლობას
ირანში ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. სოლანამ განაცხადა, რომ ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს დაელოდოს ახალი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჯადის პირველ ნაბიჯებს საგარეო პოლიტიკაში. მაგრამ, სოლანას თქმით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება. ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ემა უდვინმა ირანთან კავშირის ურთიერთოების შესახებ განაცხადა: [უდვინის ხმა] "ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ მაჰმუდ აჰმადინეჯადის განცხადებას ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე. ჩვენი მიზანია, ირანთან დავამყაროთ თანამშრომლობის ურთიერთობა, რათა იგი კვლავ იქცეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიან წევრდა. იმედი გვაქვს, თეირანი გვაჩვენებს იმას, რომ თავადაც ისწრაფვის ამისკენ." მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხდა, რომ მისი მთავრობის პრინციპი იქნება "ზომიერება და მოთმინება".
XS
SM
MD
LG