Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივანი იაპ დე


გაეროს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი ვიზიტად იმყოფება უკრაინაში.

გაეროს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი ვიზიტად იმყოფება უკრაინაში.
იგი მოლაპარაკებებს მართავს ქვეყნის ხელმძღვანელებთან. განიხილება მიმდინარე რეფორმები უკრაინაში, რომელიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვის. კიევში გამოსვლისას სხეფერმა თქვა: "ვიცით, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე მთელი რიგი რეფორმების გატარებაა საჭირო და მე ვიცი, რომ უკრაინის ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს ამის გაკეთება. ნატოს ქვეყნები და პირადად მე, როგორც გენერალური მდივანი, ამ საქმეში დავეხმარებით უკრაინას - იმ შემთხვევაში, თუკი იგი თხოვნით მოგვართავს, ან იქ, სადაც არის ამის აუცილებლობა."
XS
SM
MD
LG