Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ულტრასონოგრაფიის ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს დავით


ულტრასონოგრაფიის ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის გატაცებაში ეჭვმიტანილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ულტრასონოგრაფიის ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს დავით ტატიშვილის გატაცებაში ეჭვმიტანილებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ლევან ჯიბღაძე, შოთა გოგიბერიძე და ლევან ფირცხალავა ეჭვმიტანილები არიან იმაში, რომ მათ შაბათს, 25 ივნისს ფულის გამოძალვის მიზნით ცნობილი ექიმის დავით ტატიშვილის გატაცება სცადეს. ეჭვმიტანილების ადვოკატის თქმით, ბრალდებაში წინააღმდეგობებია, რადგან გაუმართავი მანქანით, რითიც მოძრაობდნენ ეჭვმიტანილები, ადამიანის გატაცებას არავინ დაგეგმავდა. იმ შემთხვევაში, თუკი ეჭვმიტანილებს ბრალდება დაუმტკიცდათ, მათ 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. თავად ულტრასონოგრაფიის ცენტრის დირექტორმა კი, უკვე დაიქირავა პირადი დაცვა.
XS
SM
MD
LG