Accessibility links

logo-print

ბაღდადის ჩრდილოეთით ავტომობილის აფეთქებამ ერაყის


ბაღდადის ჩრდილოეთით ავტომობილის აფეთქებამ ერაყის პარლამენტის ყველაზე ხანდაზმული წევრის, 87 წლის

ბაღდადის ჩრდილოეთით ავტომობილის აფეთქებამ ერაყის პარლამენტის ყველაზე ხანდაზმული წევრის, 87 წლის
დარი ალი ფაიადის, მისი ვაჟისა და დაცვის 3 წევრის სიცოცხლე შეიწირა. აი, რას ამბობს ამ შემზარავი აფეთქების თვითმხილველი ეისა მუსავი:
(თვითმხილველის ხმა) "ამ დილით, როცა შეიხი, სამსახურში – ეროვნულ ასამბლეაში – წასასვლელად ემზადებოდა და სახლიდან გამოდიოდა, ერთ-ერთი ტერორისტის ავტომანქანაც სწორედ ამ დროს აფეთქდა. ის და მისი ვაჟი დაიღუპნენ". გუშინ ერაყის პრემიერ-მინისტრმა იბრაჰიმ ჯააფარიმ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან შეხვედრისას, განაცხადა, რომ ერაყში მშვიდობის დასამყარებლად, 2 წელი საკმარისზე მეტიც კია. მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდის ვარაუდით, ერაყში აჯანყების ჩაცხრობა შესაძლოა კიდევ 12 წელიწადს ვერ მოხერხდეს.
სხვათა შორის, დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ერაყის მართვის სადავეები შეერთებული შტატების კოალიციამ ადგილობრივ დროებით მთავრობას გადასცა.
ერაყის მთავრობის თანახმად, ის არ აწარმოებს მოლაპარაკებას ამბოხებულებთან. მთავრობისვე ინორმაციით, ამერიკელებს შეეძლოთ ამგვარი კონტაქტის დამყარება. გუშინ აშშ-ის არმის მეთაურობამ განაცხადა, რომ სისხლის ღვრის შეწყვეტის მიზნით, მეამბოხეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG