Accessibility links

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა
უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამსახურში აღდგენასა და რექტორის რუსუდან ლორთქიფანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. “უახლოეს მომავალში უნდა შეიკრიბოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო. დაინიშნოს რექტორის არჩევნები და უნივერსიტეტის რექტორი აირჩიოს თვითონ უნივერსიტეტმა”, _ განაცხადა თსუ-ს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ნესტან კირთაძემ. მისივე წინადადებით უახლოეს დღეებში ოცდაორივე ფაკულტეტი წარმოადგენს ნდობით აღჭურვილი ადამიანების სიას, რომლებიც შეიკრიბებიან დიდი საბჭოს სახით და მიიღებენ “ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უნივერსიტეტის მომავალს უკავშირდება. სააგენტო "მედია ნიუსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების მიერ გამართულ აქციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა.
XS
SM
MD
LG