Accessibility links

logo-print

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის


რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, მოსკოვისთვის კარგად იყო ცნობილი,

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი ივანოვის განცხადებით, მოსკოვისთვის კარგად იყო ცნობილი,
რომ გასულ თვეში, უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მოწყობილი არეულობა უცხოეთში მოქმედმა იმ ჯგუფებმა დაგეგმეს, ვისაც მიზნად უზბეკეთის ხელისუფლების ჩამოგდება დაუსახავს. ამ შინაარსის განცხადება ივანოვმა მოსკოვში, უზბეკეთის პრეზიდენტთან ისლამ ქარიმოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. [სერგეი ივანოვის ხმა] "ჩვენ მართლაც ვიცოდით, როგორ მზადდებოდა ეს, ანუ, სულ ცოტა, ვიცოდით ცალკეული ელემენტები. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ გარეშე კვალი აქ სამკაოდ მკაფიოდ და აშკარად შეინიშნებოდა. და ეს, ჩემი აზრით, დაგვეხმარა კიდეც ობიექტური პოზიციის დაკავებაში, რომელიც ემყარება ყველა გარემოებას და არ არის შედეგი ცალმხრივი, ნაჩქარევი შეფასებებისა, რომლებსაც მხოლოდ პოლიტიკური, კონიუნქტურული სარჩული ექნებოდა." ოფიციალური მონაცემებით, ანდიჟანში, დემონსტრანტებსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლებს შორის მომხდარ შეტაკებებს 176 ადამიანი ემსხვერპლა. მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ დაღუპულთა რიცხვი 500-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG