Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებით, ერაყში

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის განცხადებით, ერაყში
დემოკრატიული წყობის მტრების დამარცხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის. გუშინ საღამოს - როცა თბილისში დილა თენდებოდა - ბუშმა სიტყვა წარმოთქვა ჩრდილოეთი კაროლინის შტატში მდებარე ფორტ ბრეგის სამხედრო ბაზაზე. იქ შეკრებილ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს მან მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინონ ერაყში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას და რწმენა არ დაკარგონ ერაყის ომის სამართლიანობაში. რადიო "თავისუფლებამ" ბუშის გამოსვლის კომენტარი სთხოვა ქართველ პოლიტიკოსებსაც. აი, რა გვითხრა პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის ლიდერმა დავით გამყრელიძემ: [დავით გამყრელიძის ხმა] "ირანში ახლახან ჩატარებულმა არჩევნებმა კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია რეგიონში და ამიტომ ბუნებრივია, რომ სტაბილურობის გაღრმავება და სიტუაციის საბოლოოდ დაწყნარება ერაყში - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამერიკისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, და აქ ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ძალიან აქტიური მონაწილეობა ამ პროცესში. ჩემის აზრით, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ თავად ხელისუფლება, ახლად არჩეული ხელისუფლება, არ იტყვის, რომ ის მზად არის, მარტო გაუძღვეს ამ სიტუაციას ერაყში."
XS
SM
MD
LG