Accessibility links

logo-print

თანამდებობიდან გადადგა საქართველოს ფინანსთა მინისტრი


თანამდებობიდან გადადგა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი.

თანამდებობიდან გადადგა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი.
ამ ნაბიჯამდე რამდენიმე საათით ადრე საქართველოს პრეზიდენტმა ჩეჩელაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი წამოჭრა - ფინანსთა სამინისტროს საგადასახდო დეპარტამენტში კორუფციული გარიგებების აღმოჩენის გამო. როგორც მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საგადასახადო სფერო მნიშვნელოვან რეფორმას საჭიროებს, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სამშაბათს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგადასახდო დეპარტამენტში ჩატარებულმა სპეცოპერაციამ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება ვალერი ჩეჩელაშვილის სუფთა რეპუტაციაში, და დასძინა, რომ ჩეჩელაშვილთან ოცწლიანი მეგობრობა აკავშირებს. [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ასე რომ, მე ვსაუბრობ ჩემ მეგობარზე, რომელიც, ამავე დროს, არის ჩემი ქვეყნის პატრიოტი. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, მეგობრობაზე მაღლა დგას ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე. მე პრემიერის წინაშე დავაყენე მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. და მე ვფიქრობ, მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნია, რომ - კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ საქმე გვაქვს მაღალი კლასის პროფესიონალთან და საზოგადოების ძალიან ღირსეულ წევრთან. მაგრამ ჩვენ ყველანი ვართ ანგარიშვალდებული მუშაობის კონკრეტულ შედეგებზე." სააკაშვილის თქმით, მოხელეებს დღეს არცთუ ისე დაბალი ხელფასები აქვთ, რომ ქრთამის აღებაზე იფიქრონ.
XS
SM
MD
LG