Accessibility links

logo-print

აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე


აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე ოთხშაბათს, ართვინის გუბერნიაში მურათლის ჰესის გაშვების ცერემონიალს დაესწრო.

აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე ოთხშაბათს, ართვინის გუბერნიაში მურათლის ჰესის გაშვების ცერემონიალს დაესწრო.
ჰესის გახსნას ესწრებოდნენ თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯებ ტაიპ ერდოანი, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი მეჰმედ ჰილმი გიულერი და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები. როგორც პრაიმ-ნიუსს აცნობეს, ახალი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით აჭარის რეგიონიც ისარგებლებს. თურქეთთან საბარტერო ხელშეკრულებას გასულ კვირას ბათუმში მოეწერა ხელი. ხელოშეკრულების მიხედვით, ივლისიდან დაიწყება ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან თურქეთში. ხოლო ზამთარში, პირიქით, ელექტროენერგიის ნაკადი თურქეთიდან საქართველოსკენ წამოვა. ამან კი, აჭარის რეგიონი სრულად უნდა დააკმაყოფილოს.
XS
SM
MD
LG