Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხშაბათს თეირანში ირანის ყოფილი პრეზიდენტი


ოთხშაბათს თეირანში ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს შეხვდა და რეფორმების გზაზე წარმატებები უსურვა.

ოთხშაბათს თეირანში ირანის ყოფილი პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჯადს შეხვდა და რეფორმების გზაზე წარმატებები უსურვა.
ოდნავ მოგვიანებით კი, ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას, ხათამიმ იმედი გამოთქვა, რომ ირანის ახალი მთავრობა ძველის მიერ დაწყებულ საქმეს გააგრძელებს. თუმცა თუკი ყოფილ პრეზიდენტს ირანში უფრო ლიბერალურ ფრთას მიაკუთვნებდნენ, ახალ პრეზიდენტს ულტრა-კონსერვატორად მოიხსენიებენ. ისე კი, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა ხალხსა და მედიას სთხოვა, რომ წინასწარ არ განსაჯონ ის. 24 ივნისს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოჰამად აჰმადინეჯადის გამარჯვება ოთხშაბათს საბოლოოდ დაამტკიცა ირანის გუშაგთა საბჭომ. ახალ პრეზიდენტს მთავრობის ახალი კაბინეტის შემადგენლობა ჯერ არ წარმოუდგენია.
XS
SM
MD
LG