Accessibility links

თეთრი სახლი გამოთქვამს შეშფოთებას ინფორმაციით


თეთრი სახლი გამოთქვამს შეშფოთებას ინფორმაციით, რომლის თანახმად ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მაჰმუდ აჰმადინეჯადი

თეთრი სახლი გამოთქვამს შეშფოთებას ინფორმაციით, რომლის თანახმად ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული მაჰმუდ აჰმადინეჯადი
მონაწილეობდა 1979 წელს თეირანში ამერიკული საელჩოს დაპყრობაში. ეს ცნობა დამოუკიდებელ წყაროებს არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ორი ყოფილი ამერიკელი დიპლომატი, ვინც მაშინ საელჩოში 444 დღე დაჰყო მძევლობაში, ირწმუნება, რომ აჰმადინეჯადიც იყო აშშ-ის საელჩოში მძევლების ამყვანთა შორის. თეთრი სახლის პრეს-მდივან სკოტ მაკკლელანის განცხადებით, მიმდინარეობს ამ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გამოძიება. მოჰსენ მირდამედი, 1979 წელს თეირანში მძევალთა ამყვანების ლიდერი აცხადებს, რომ აჰმადინეჯადი არ ყოფილა მის ჯგუფში.
XS
SM
MD
LG