Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პოლიციამ ღაზის სექტორში შტურმით


ისრაელის პოლიციამ ღაზის სექტორში შტურმით აიღო სასტუმრო "პალმ ბიჩი" და გამოყარა ებრაელი მოსახლეები, რომლებსაც ბარიკადები ჰქონდათ აღმართული

ისრაელის პოლიციამ ღაზის სექტორში შტურმით აიღო სასტუმრო "პალმ ბიჩი" და გამოყარა ებრაელი მოსახლეები, რომლებსაც ბარიკადები ჰქონდათ აღმართული
ზღვის პირას მდებარე ამ სასტუმროში. ისინი პროტესტს გამოთქვამენ გეგმის გამო, რომელიც ღაზის სექტორიდან ებრაელი მოსახლეების გაყვანას ითვალისწინებს. დღეს, უფრო ადრე, ისრაელის სამხედრო ძალებმა დახურულ სამხედრო ზონად გამოაცხადეს ებრაელთა დასახლებები ღაზის სექტორში. სამხედროების განმარტებით, ამ გადაწყვტილების მიზანია, არ შეუშვან ამ ზონაში ულტრანაციონლისტი ებრაელები. დღესვე ისრაელმა ლიბანის მთავრობას მოუწოდა, გააკონტროლოს ისრაელ-ლიბანის საზღვარი: გუშინ ამ ზონაში იერიში განახორციელეს "ჰისბოლას" მებრძოლებმა, მოკლეს ისრაელის ერთი ჯარისკაცი. საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის ორი სასაზღვრო სოფლის მიმდებარე ტერიტორიები დაბომბა. ბრძოლა "ჰისბოლას" მებრძოლებსა და ისრაელის არმიის ნაწილებს შორის დღესაც გაგრძელდა. დღესვე ისრაელის ტელევიზიის თანახმად, ისრალეს არმიამ ჰაერიდან “ჰისბოლას” სავარაუდო პოზიციებს ცეცხლი დაუშინა.
XS
SM
MD
LG